ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტს დნესტრისპირეთში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის ფარგლებში, რომელიც 28 თებერვალს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა.
უკრაინისა და მოლდოვის ლიდერებმა განიხილეს "ბოლო მოვლენები" არაღიარებულ დნესტრისპირეთის რეგიონში, რუსეთის მცდელობები, მოახდინოს სიტუაციის დესტაბილიზაცია და "ეფექტური ინსტრუმენტები აგრესორი ქვეყნის გავლენის დასაძლევად."
ამასთანავე, ზელენსკიმ და სანდუმ განიხილეს სატრანსპორტო დერეფნების მუშაობა უკრაინული პროდუქციის მოლდოვის ტერიტორიის გავლით ექსპორტისთვის.
მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაცია და შეთანხმდნენ "შემდგომი ურთიერთდახმარებისა და ძალისხმევის კოორდინაციაზე" წევრობის გზაზე.
28 თებერვალს, არაღიარებული დნესტრისპირეთის ყველა დონის ე.წ. "დეპუტატები" შეიკრიბნენ კონგრესზე და მიიღეს მიმართვა რუსეთისადმი "მოლდოვის ზეწოლისგან დაცვის" მოთხოვნით.
მოლდოვის მთავრობამ რუსეთისადმი სეპარატისტების განცხადებებს პროპაგანდისტული უწოდა.
ყრილობის დაწყებამდე არსებობდა შეშფოთება, რომ "დეპუტატები" მოსკოვს არაღიარებული რეგიონის რუსეთთან ანექსიას მოითხოვდნენ, მაგრამ ასეთი ვარაუდები უარყვეს ოფიციალური განცხადებების დონეზე კიშინიოვში, კიევში და ტირასპოლში.