უკრაინას რუსეთმა 1003 ცხედარი გადასცა

რუსეთმა უკრაინას 1003 ცხედარი დაუბრუნა, რომლებიც რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელ სამხედროებისაა.

ვითარების არსი: "სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებებთან ერთად, ჩაატარებენ ყველა საჭირო ექსპერტიზას და მოახდენენ რეპატრირებული ცხედრების იდენტიფიცირებას." - აცხადებს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხთა საკოორდინაციო შტაბი

  • ამავდროულად, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სტამბოლის შეთანხმებების ფარგლებში უკრაინას გადასცეს 1000 ცხედარი, ხოლო თავად 26 რუსი სამხედროს ცხედარი მიიღეს.
  • მაისში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები სტამბოლში შეხვდნენ და ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები შედგა.
  • შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ მძიმედ დაჭრილი სამხედროების, 18-დან 25 წლამდე ტყვეების გაცვლასა და დაღუპულთა ცხედრების გადაცემაზე. 

დიდი სურათი: უკრაინული მხარე მანამდე არაერთხელ აცხადებდა, რომ რუსეთის მიერ გადაცემული ცხედრები ხშირად ისეა დაზიანებული, რომ იდენტიფიკაციის პროცესი უკიდურესად რთულდება.

  • ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია შემთხვევების შესახებ, როდესაც უკრაინას უკრაინელი მებრძოლების ნაცვლად რუსი სამხედროების ცხედრები გადაეცემოდა.
  • რუსეთმა უკრაინას ჯამში 4000 სამხედროს ცხედარი გადასცა.

მსგავსი სიახლეები