ზელენსკი: ომის დროს უკრაინამ 8 მილიონი ტონა სურსათის ექსპორტირება შეძლო
უკრაინის პორტების საზღვაო მუშაობის აღდგენის შემდეგ, უკრაინამ თითქმის 8 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გამოსვლაში განაცხადა.
"ივლისიდან ჩვენ ზუსტად ის სურსათი გაგვაქვს, რომელიც სტაბილურობას უბრუნებს გლობალურ ბაზარს და ზუსტად იმ სეგმენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აფრიკისა და აზიის ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საექსპორტო შესაძლებლობები ჯერ კიდევ შორს არის დასრულებამდე, ჩვენ მაინც შევძელით თითქმის 8 მილიონი ტონა საკვების ზღვით ექსპორტი - 300-ზე მეტი გემი", - თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოცულობის 60% აფრიკასა და აზიაში გაიგზავნა.
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი მხოლოდ გაფართოვდეს. ეს არის სამუშაო ადგილები ჩვენი ხალხისთვის და შემოსავალი ექსპორტიდან. პლუს თანხები მომავალ წლის სათესი კამპანიისთვის. მაგრამ ეს მთელი მსოფლიოსთვის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია." - დასძინა პრეზიდენტმა.