ზელენსკი: პოლონეთ ROSOMAK-ის ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს მოგვაწვდის

პოლონეთი უკრაინას ROSOMAK-ის ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს მიაწვდის. ამის შესახებ მხარეები პოლონეთში ვოლოდიმირ ზელენსკის სახელმწიფო ვიზიტის დროს შეთანხმდნენ. 

ამ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვის ფარგლებში ისაუბრა. 

ზელენსკის თქმით 100 ჯავშანტრანპორტიორს უკრაინა დაუყოვნებლივ მიიღებს, ხოლო მეორე ნახევარს უახლოეს თვეებში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პოლონეთმა უკვე შეასრულა 'სატანკო კოალიციის' ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება და LEOPARD-ის ტიპის 14-ივე ტანკი უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჯავშანტრანსპორტიორების გარდა პოლონეთი უკრაინას მიაწვდის სხვადასხვა ტიპის რაკეტებს, თვითმავალ ნაღმტყორცნებს და МиГ-ის ტიპის თვითმფრინავებს. 

პოლონური გამოცემა Rzeczpospolita-ს ცნობით, ROSOMAK-ის მწარმოებელი ქარხანა წელიწადში 100 მანქანას ამზადებს. იმ შემთხვევაში თუ საწარმო 2 ცვლაში იმუშავებს შესაძლებელი იქნება წარმოებული მანქანების რაოდენობის გაორმაგება. 

კონტექსტი 

გასულ დღეებში პოლონეთის პრემიერმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ მათგან ROSOMAK-ის ტიპის 100 ჯავშანტრანსპორტიორი შეიძინა. ამ შეიარაღების საფასურს უკრაინა აშშ-სა და ევროკავშირისგან მიღებული ფინანსური დახმარებით დაფარავს. 

ჯერჯერობით რთული სათქმელია საუბარია შეკვეთაზე თუ შეიარაღება პოლონეთის უკვე არსებული სამხედრო მარაგებიდან გაიცემა. 

ადგილობრივი გამოცემა Rzeczpospolita-ს ცნობით ROSOMAK-ის მწარმოებელი საწარმო წელიწადში 100 ჯავშანმანქანას ამზადებს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ქარხანა 2 ცვლაში იმუშავებს შესაძლებელი იქნება რაოდენობის გაორმაგება. 

ROSOMAK ფინური წარმოების საბრძოლო დაჯავშნული მანქანიას PatriaAMV-ის ლიცენზირებული ვერსიაა, რომელიც თავის კლასში ერთ-ერთ საუკეთესო მანქანად მიიჩნევა. ჯავშანტრანსპორტიორი მოდულის პრინციპზეა აგებული. 

ROSOMAK-ის 10-ზე მეტი ვარიანტი არსებობს, მათ შორის: ჯავშანტრანსპორტიორი, ქვეითების საბრძოლო მანქანა, თვითმვალი ნაღმტყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო, სამეთაურო, საინჟინრო და სამედიცინო დანიშნულების. 

მძიმე ბორბლიან ჯავშატრანსპორტიორი შედარებით უფრო ნაკლებად დაცულ ტექნიკად ითვლება, მაგრამ მუხლუხოიან ტექნიკასთან შედარებით მათ შეუძლიათ სწრაფი და შორეული გადაადგილება. 

ამასთანავე, ამ ტიპირ მანქანები შესაძლოა გამოიყენებოდეს სწრაფი რეაგირებისთვის - ჯავშანტრანსპორტიორების გამოყენებით შესაძლოა მოეირიშე დაჯგუფების გაძლიერება, ასევე მნიშნველოვანი მოცულობის ძალების გადასროლა ფრონტის სხვა მონაკვეთზე. 

 

მსგავსი სიახლეები