ზელენსკი: რუსეთი მართლაც შეეცდება შეთანხმებას ან გაქრება მსოფლიო არენიდან
ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელებს კიდევ ერთხელ მიმართა. გთავაზობთ მთავარ აქცენტებს უკრაინელი პრეზიდენტის მიმართვიდან:
- უკრაინა ითხოვს რუსეთისთვის დაწესებული სანციების გამკაცრებას, პირველ რიგში ევროკავშირის ემბარდგოს რუსულ გაზსა და ნავთობზე;
- დასავლეთის სასანქციო პოლიტიკა გააანალიზა ამ მიზნით შექმნილმა საექსპერტო ჯგუფმა ანდრეი ერმაკისა და მაიკ მაკფოლის მეთაურობით. მომდევნო დღეებში ისინი გასცემენ რეკომენდაციებს თუ რა შეიძლება გამოსწორდეს:
- უკრაინის პრეზიდნტი ესაუბრა ესტონეთის პარლამენტს და ქვეყნის ხელისუფლებას შესთავაზა მონაწილეობა მიიღოს უკრაინის აღდგენის პროცესში ომის დასრულების შემდეგ:
- რუსეთის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ შეტევებს სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით, იზრდება სარაკეტო შეტევების ინტენსივობა:
- რუსეთის შეიარაღებული ძალების ხემძღვანელობა ცდილობს რიგები ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების მაცხოვრებლების მობილიზაციით შეავსოს:
- რუსეთი ან მართლაც შეეცდება შეთანხმებას უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესში, ან ის საბოლოოდ გაქრება მსოფლიო არენიდან.