ზელენსკი: ტერორისტულმა სახელმწიფომ მიმართა ბირთვულ ტერორს
4 მარტის ღამეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააგანგებო ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს მოუწოდა "გამოფხიზლდნენ", როდესაც რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს.
"ევროპა ახლა უნდა გამოფხიზლდეს, ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური იწვის. სწორედ ახლა, რუსული ტანკები ისვრიან ატომურ ბლოკებზე, ეს არის ტანკები, რომლებიც აღჭურვილია თერმოვიზორებით, ანუ იციან, სად ისვრიან, ამისთვის ემზადებოდნენ", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან მთელ კაცობრიობას მოუწოდა ყურადღება მიაქციონ ამას და გაიხსენონ 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ტრაგედია.
"ჩვენ ვაფრთხილებთ ყველას: რუსეთის გარდა არცერთ ქვეყანას არ გაუსროლია ატომური ელექტროსადგურების მიმართულებით. პირველად ჩვენს ისტორიაში, კაცობრიობის ისტორიაში, ტერორისტულმა სახელმწიფომ მიმართა ბირთვულ ტერორს", - განაცხადა ზელენსკიმ.