ზელენსკი: რუსეთმა შეიძლება ოდესის მარიუპოლის მსგავსად განადგურება სცადოს
ოდესამ შესაძლოა შესაძლოა მარიუპოლის ბედი გაიზიაროს, რომელიც რამდენიმე კვირაა ალყაშია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 აპრილს, საბერძნეთის პარლამენტში ვიდეომიმართვისას განაცხადა.
"თავისუფლება თუ სიკვდილი!" - ეს სიტყვები ახლა ასახავს არა მხოლოდ ჩვენს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ეს არის თქვენი იდენტობის ნაწილი, რომელიც წარმოიშვა ჩვენი ოდესიდან. უკრაინის სამხრეთის კიდევ ერთი ქალაქი, რომლის განადგურებასაც რუსეთი ისევე ეცდება, როგორც მარიუპოლის", - თქვა მან.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას რუსებმა ოდესაზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს.
"დღეს ოდესის დაბომბვა არ მიმდინარეობს, მაგრამ რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკავებენ რუსეთის თავდასხმებს და უკან ახევინებენ რუსეთის ბარბაროსულ ჯარებს რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ ოდესაზე თავდასხმის დიდი ხნის წინ დაგეგმილი მიმართულებიდან... ეს უნდა შევაჩეროთ! ჩვენ რუსეთს პასუხი უნდა ვაგებინოთ. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ოდესა ისეთი ნგრევისგან, რომელიც განიცადა მარიუპოლმა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ რუსეთის მიერ დეპორტირებული ყველა ადამიანი. მარიუპოლში მაინც უნდა გადავარჩინოთ ისინი, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და ვისი გადარჩენაც შეიძლება!" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.