ზელენსკი: რუსეთმა უკრაინას 3500 ფრთოსანი რაკეტა ესროლა
ტერორისტულმა სახელმწიფო რუსეთმა 3000-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა გაისროლა უკრაინის მიმართულებით და განაგრძობს არტილერიის დაბომბვას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 აგვისტოს შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"სხვადასხვა ფრთოსანი რაკეტების საერთო რაოდენობა, რომლებიც რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა, უკვე 3500-ს უახლოვდება. რუსული საარტილერიო დარტყმების დათვლა უბრალოდ შეუძლებელია - ძალიან ბევრია, იმდენად ინტენსიურია", - თქვა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ 17 აგვისტოს ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსზე მომხდარი თავდასხმის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა.
"მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი ყველა დაღუპულის ცხედრის ამოყვანა ნანგრევებიდან. ამ ერთმა რუსულმა დარტყმამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ერთი. და ასეთი დარტყმები არაადამიანების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში 180 დღეა არ შეწყვეტილა", - განმარტა ზელენსკიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ "ამავდროულად, ტერორისტულ სახელმწიფოს ჯერ არ შეუწყვეტია თამაში საერთაშორისო სტრუქტურებთან".
"[რუსეთს] კიდევ აქვს გამბედაობა, მოიწვიოს გაეროს უშიშროების საბჭო, რათა განიხილოს საკუთარი პროვოკაციები, საკუთარი ტერორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე", - თქვა ზელენსკიმ.