ზელენსკი: რუსეთმა ყოველდღიურად უნდა გადაიხადოს ამ საშინელი ომის საფასური
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ელის. ამის შესახებ მან 11 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"რუსეთმა უნდა გადაიხადოს ამ საშინელი ომის საფასური, გადაიხადოს ყოველდღიურად!" - აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, ევროკავშირის ლიდერების გუშინდელ არაფორმალურ სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს არასაკმარისად მიიჩნევს.
"ვიცით, რა თქვეს ამ შეხვედრაზე. ვინ ისაუბრა, ვინ დაუჭირა მხარი, ვინ გაჩუმდა, ვინ ცდილობდა ფორმულირებები მაინც არასაკმარისი ყოფილიყო - უკრაინისთვის, ევროპისთვის და ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის. როგორ ვაფასებთ გადაწყვეტილებას? ძალიან მარტივად: საჭიროა გაძლიერება. ეს ის არ არის, რასაც ჩვენ ველით. აუცილებელია, რომ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები ემთხვეოდეს ევროპის მოსახლეობის განწყობას. ჩვენ ვიცით მათი განწყობა. მათაც იციან ამ განწყობის შესახებ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.