ზელენსკი: რუსეთში უკვე დამარცხების, უიმედობის ატმოსფეროა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ოქტომბერს საღამოს გამოსვლაში აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ძალიან შეშფოთებულია უკრაინის ომის გამო და უკვე თავს დამარცხებულად გრძნობს. მიმართვის ტექსტი პრეზიდენტის აპარატის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
"ნახეთ, როგორ ღელავს მტერი. მოუსმინეთ რას და როგორ ეკითხებიან ამ ტერორისტების ლიდერს, როცა ის გამოდის ხალხთან, ჟურნალისტებთან. რუსეთი უკვე დამარცხების ატმოსფეროშია, უიმედობის ატმოსფეროში." - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ ჰყავს ადამიანები, რომლებსაც შეტევაში უშვებე, არის იარაღი, რაკეტები და "შაჰიდები", რომლებსაც ისინი უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ.
"მათ ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა ტერორის ქვეშ ჰყავდეთ ჩვენი ქალაქები და ყველა ევროპელი, დააშანტაჟონ მსოფლიო. მაგრამ შანსი არ აქვთ. და არც ექნებათ. რადგან უკრაინა წინ მიიწევს", - თქვა მან.