ზელენსკი: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გავწყვიტეთ
უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 თებერვალს კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ეს დილა ისტორიაში შევიდა, მაგრამ ეს განსხვავებული ისტორიაა ჩვენი ქვეყნისთვის და რუსეთისთვის. ჩვენ გავწყვიტეთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა.
უკრაინა თავს იცავს და არ დათმობს თავის თავისუფლებას, რასაც არ უნდა ფიქრობდნენ მოსკოვში. უკრაინელებისთვის დამოუკიდებლობა და საკუთარ მიწაზე სიცოცხლის უფლება უმაღლესი ღირებულებაა.
რუსეთი დილით სუიციდურად დაესხა თავს ჩვენს სახელმწიფოს, ისევე როგორც ფაშისტური გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეიდან უკრაინა და რუსეთი მსოფლიო ისტორიის სხვადასხვა მხარეს არიან.
"რუსული სახელმწიფო ბოროტების გზაზე დგას. მაგრამ ბევრი რამ რუს ხალხზეა დამოკიდებული." - აღნიშნა მან.