ზელენსკი: რუსი ტერორისტები ტერორისტებად რჩებიან
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ რუსი ოკუპანტების თავდასხმების შედეგად ხუთ რეგიონში შუქი მთლიანად ან ნაწილობრივ ჩაქრა.
"ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში ენერგომომარაგება მთლიანად შეწყდა, ნაწილობრივ ზაპოროჟიე, დნეპროპეტროვსკი, სუმი. რუსი ტერორისტები რჩებიან ტერორისტებად და ურტყამენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. არანაირი სამხედრო ობიექტი, მათი მიზანია ხალხი დარჩეს სინათლისა და სითბოს გარეშე", - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა: #RussiaIsATerroristState.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ Telegram-ზე დაამატა, რომ ელექტროენერგია მას შემდეგ გაითიშა, რაც რუსებმა ხარკოვის მახლობლად კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ორი ფრთოსანი რაკეტა ესროლეს.
მან ასევე დასძინა, რომ ოკუპანტების თავდასხმების გამო, შესაძლოა, ელექტროენერგია მთელ ქვეყანაში გაითიშოს.
ტიმოშენკომ ასევე განაცხადა, რომ 11 სექტემბრის 22:12-ის მდგომარეობით სუმის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავას რაიონებში ელექტრომომარაგება 100%-ით აღდგენილია.