ზელენსკი: სამშობიაროს დაბომბვა უკრაინელების გენოციდის საბოლოო დასტურია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის აგრესიის მე-14 დღეს ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.
ზელენსკიმ მარიუპოლზე განხორციელებულ ავიადარტყემბზე ისაუბრა, რის შედეგადაც დაინგრა ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო და დაშავდა 17 ადამიანი.
"რუსეთმა არაერთხელ ჩამოაგდო 500 კილოგრამიანი ბომბები უკრაინის ქალაქებში, მათ შორის 9 მარტს მარიუპოლში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ საავადმყოფოსა და სამშობიაროს ნანგრევების დალაგება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნა, რომ საბედნიეროდ, ადამიანებმა დროულად დაიწყეს თავშესაფრებში მიმალვა.
"ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო როგორ დაემუქრნენ რუსეთს, ეს რა ქვეყანაა - რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ეშინია საავადმყოფოების, სამშობიაროების და ანგრევს? იქ რა, პატარა ბანდერელები იყვნენ? ფეხმძიმე ქალები როსტოვის დაბომბვას გეგმავდნენ? ვინმემ სამშობიაროში რუსულენოვანი ადამიანები დაამცირა საავადმყოფოების დენაციფიკაცია მიმდინარეობს?" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რასაც რუსეთი აკეთებს მარიუპოლში სისასტიკის მიღმაა. ომის დაწყებიდან დღემდე დაბომბვის შედეგად ქალაქში 1200-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა.