ზელენსკი: მივიღეთ გადაწყვეტილებები ჯარების გადაადგილების დროზე
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, რომელზეც უკრაინის ჯარების გადაადგილების დროზე გადაწყვეტილებები მიიღეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Telegram-ზე დაწერა.
"მე ახლა დავასრულე შტაბის სხდომა. მნიშვნელოვანი საკითხები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მთავარია დრო. და რაც მთავარია, არის პასუხები დროის თვალსაზრისით." - აღნიშნა მან.
"პირველი საკითხი: ფრონტი. ზალუჟნიმ, სირსკიმ, ტარნავსკიმ მოხსენება გააკეთეს ზოგად ოპერატიულ ვითარებაზე სხვადასხვა რაიონებში.
მეორე საკითხი: ახალი შეტევითი ბრიგადების დაკომპლექტება და სწრაფი ლოგისტიკის უზრუნველყოფა. თავდაცვის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის და სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს ანგარიშები.
მესამე საკითხი: ახალი კონტრაქტები დამატებითი რაკეტების მიწოდებისთვის, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები,ბოლო დღეებში საჰაერო თავდაცვის მუშაობის ანალიზი, მიყენებული ზიანის შეფასება." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ თქმით, "ყველა საკითხზე" შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.
"არამარტო საბრძოლო მასალის მიწოდება, არა მხოლოდ ახალი ბრიგადების მომზადება, არა მხოლოდ ჩვენი ტაქტიკა. არამედ დრო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დრო, თუ როდის დავიწყებთ გადაადგილებას. გადაწყვეტილებები მიღებულია. მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცს და სერჟანტს, ოფიცერს და გენერალს, ყველა ბრიგადას, რომელიც მომზადდა." - აღნიშნა მან.