ზელენსკი "ცეზარ კუნიკოვის" შესახებ: შავი ზღვა უფრო უსაფრთხო გახდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალებს რუსული ხომალდებისგან შავი ზღვის გაწმენდის შემდეგი ნაბიჯისთვის.
"მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მადლობა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯარისკაცებს - მე-9 დეპარტამენტის მე-13 ჯგუფს! დღეს ჩვენ გავზარდეთ შავი ზღვის უსაფრთხოება და ჩვენი ხალხის მოტივაცია. ეს მნიშვნელოვანია. და ჩვენ ეტაპობრივად გავასუფთავებთ შავ ზღვას რუსული ტერორისტული ობიექტებისგან." - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ 14 თებერვალს მან გამართა სპეციალური, ხანგრძლივი შეხვედრა ამ ომის ერთ-ერთ საკვანძო საკითხზე, კერძოდ, უკრაინის მიერ რუსულ დრონებთან დასაპირისპირებლად.
პრეზიდენტმა აღნიშნა ფრონტის მოთხოვნებსა და შიდა ინდუსტრიის შესაძლებლობებს შორის სწორი ურთიერთქმედება. ყურადღება გამახვილებულია უკრაინული წარმოების მაქსიმიზაციაზე.
კონტექსტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 14 თებერვალს, ღამით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდის, "ცეზარ კუნიკოვის" განადგურების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ნაწილებთან ერთად, დამპყრობლების დიდი სადესანტო ხომალდი "ცეზარ კუნიკოვი" გაანადგურეს." - ნათქვამია განცხადებაში.
ხომალდი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ალუპკას მახლობლად იმყოფებოდა.
სადესანტო ხომალდის ეკიპაჟი 87 ადამიანია, მას 147 მედესანტის და 650 ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, "ცეზარ კუნიკოვი" ბერდიანსკის პორტში იმყოფებოდა და სადესანტო გემ "სარატოვის" ჩაძირვისას, 2022 წლის მარტში დაზიანდა.