ზელენსკი: უკრაინელი მფრინავები აზოვსტალს საკვებს და იარაღს აწვდიდნენ, ბევრი მათგანი დაიღუპა
კვირების განმავლობაში უკრაინელი მფრინავები საკვებს და საბრძოლო მასალას აწვდიდნენ დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის დამცველებს, რომლებიც რუსი დამპყრობლები ალყაში იყვნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მაისს, ინაუგურაციის მესამე წლისთავთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"სამწუხაროდ, ჩვენი პილოტების ძალიან დიდი ნაწილი დაიღუპა, აბსოლუტური გმირები, რომლებმაც იცოდნენ, რომ რთული იყო, რომ თითქმის შეუძლებელი იყო აზოვსტალში გაფრენა და წამლების, საკვების, წყლის მიტანა, ცხედრების, დაჭრილების გამოყვანა. ეს ყველაფერი მოხდა. ბევრი რამ მოხდა, რაზეც ოფიციალური კომენტარის გაკეთაბა ვერავინ შეძლო. იმის გამო, რომ რუსეთის მძლავრი საჰაერო თავდაცვის გამო აზოვსტალთან საჰაერო დერეფნები არ იყო", - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა "უბრალოდ ასე" არ ითხოვდა ცის დახურვას.
"საკითხი იყო არა მარტო თვითმფრინავებში, ეს იყო მათი საჰაერო თავდაცვა, რაკეტები და სხვა ბევრი რამ. ამიტომ, უბრალოდ მარიუპოლში გაფრენა შეუძლებელია. მრავალი კვირის განმავლობაში ვერტმფრენების პილოტებმა იცოდნენ, რომ 90% არ ბრუნდება... წარმოიდგინეთ, რა გააკეთეს ამ ხალხმა. ბევრი პილოტი დავკარგეთ.. ბევრი ხალხი. ისინი აბსოლუტური გმირები არიან. ამიტომ, როცა მარიუპოლზე ვსაუბრობთ, მინდა ყველაზე ვისაუბროთ", - აღნიშნა მან.
კონკრეტულად როდის მოხდა ეს, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.