ზელენსკიმ გაიხსენა, რომ ტრამპმა პრეზიდენტობისას უკრაინაში რუსეთის აგრესია ვერ შეაჩერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიხსენა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ 24 საათში დაასრულებდა, ვერ დაარსულა ომი აგრესორის სრულმასშტაბიან ინტერვენციამდე.

ამის შესახებ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"ტრამპი პრეზიდენტი იყო, ჩვენ გვქონდა შეხვედრა, მაშინ არ იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრა, მაგრამ იყო ომი... დარწმუნებული არ ვარ, მაშინ ის ღრმად იცნობდა თუ არა ამ საკითხს, მაგრამ მან ეს საკითხი ვერ გადაჭრა.

არავის მოუგვარებია ეს საკითხი. და იმის გამო, რომ არავინ გადაწყვიტა, ჩვენ ვერ გამოვედით ამ მდგომარეობიდან და პუტინმა მიიღო სიგნალი: "ანუ ასე შესაძლებელია. ცოტა უნდა ველოდოთ, უნდა ვიმუშაოთ ქვეყნებთან და ჩვენ შეგვიძლია უფრო შორს წავიდეთ. ამიტომაც უფრო შორს წავიდა." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

2023 წლის 26 მარტს, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა და რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებს განუცხადა, რომ უკრაინაში ომს მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევიდან 24 საათში დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები