ზელენსკიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობები დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ღიაა სხვა ქვეყნების სამშვიდობო ინიციატივებისთვის, მაგრამ უარყო რუსეთის ფედერაციასთან კომპრომისის შესაძლებლობა.
"რატომ ფიქრობთ, რომ ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ, მზად უნდა იყოს კომპრომისისთვის? რუსი ჯარისკაცები უნდა დაბრუნდნენ საკუთარ მიწაზე. ისინი უნდა წავიდნენ. ეს არის ომის შეჩერების რეალური გზა," - აღნიშნა მან 8 ნოემბერს, Reuters NEXT-ის კონფერენციაზე გამოსვლისას.
"თუ ჩვენი ტერიტორიები კომპრომისის საკითხი გახდება, მაშინ უნდა გესმოდეთ, რა მოხდება სხვა რეგიონებში, სხვა კონტინენტებზე. სხვა ქვეყნების ტერიტორიები ყველგან საფრთხის ქვეშ იქნება," - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა მზად არის მოისმინოს ნებისმიერი ინიციატივა, თუ ის გულისხმობს რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანას. კერძოდ, კიევში მზად არიან მოისმინონ ბრაზილიის, აშშ-ის, ჩინეთისა და აფრიკის ქვეყნების წინადადებები.
"ჩვენ ვამბობთ, რომ შეგვიძლია თქვენი იდეების გაზიარება, ეს ნორმალურია. მაგრამ მხოლოდ ჩვენი 10 პუნქტი (უკრაინის სამშვიდობო ფორმულის - რედ.) არ არის დოგმა. ყველა წინადადება უნდა ეფუძნებოდეს ერთ იდეას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერასდროს ვიპოვით გამოსავალს." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თუ აშშ შეწყვეტს კიევის მხარდაჭერას, უკრაინელები ბრძოლას გააგრძელებენ
აშშ-ში უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების შესაძლო შემცირების შესახებ დისკუსიებზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების ზოგიერთი განცხადება "ნამდვილად საშიშია".
"რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს აშინებს ასეთი საუბრები," - თქვა მან.
თუმცა, ზელენსკის თქმით, მაშინაც კი, თუ აშშ შეცვლის საგარეო პოლიტიკას, უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას: "ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენს გარეშე, თქვენ უნდა გაიგოთ ჩვენი ერის: თავისუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რაც ჩვენ გვაქვს და მას არავინ დავუთმობთ, მაშინაც კი, თუ დიდი ლიდერები შეეცდებიან ამისკენ გვიბიძგონ."