ზელენსკიმ სუნაკთან საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე და ნატოს სამიტზე ისაუბრა
19 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, მან სუნაკთან განიხილა საომარი მოქმედებების მიმდინარეობა, უკრაინის თავდაცვის საჭიროებები და "ბრძოლის ველზე უკრაინის შესაძლებლობების გასაფართოებლად შემდგომი თანამშრომლობა, განსაკუთრებით შორი დისტანციის იარაღის საშუალებით."
"მადლობა რიში სუნაკს 21-22 ივნისს ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციის ორგანიზებისთვის და დიდი ბრიტანეთის ლიდერობისთვის უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის საქმეში," - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ლიდერებმა ნატოს ვილნიუსის სამიტის წინ პოზიციები შეაჯერეს.
"მნიშვნელოვანია უკრაინისთვის გაწევრიანების კონკრეტული პერსპექტივის მიცემა. ჩვენ ასევე განვიხილეთ სამშვიდობო ფორმულის განხორციელების ნაბიჯები და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მომზადება. რუსეთი ზრდის დასავლური კომპონენტებისგან რაკეტების წარმოებას. საუბრისას აქცენტი გავაკეთე სანქციების გამკაცრეის აუცილებლობაზე," - განაცხადა ზელენსკიმ.