ზელენსკიმ უკრაინის ევროინტეგრაციის კვირა დააანონსა: პროგრესი აშკარად არის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 იანვრის შედეგების შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ეს კვირა დაკავშირებული იქნება უკრაინის სურვილთან, გახდეს ევროკავშირის წევრი.
"ჩვენ ვასრულებთ მზადებას უკრაინა-ევროკავშირის სამიტისთვის, რომელიც ამ კვირაშია დაგეგმილი. მთელი კვირა უნდა იყოს ამ სიტყვის სრული გაგებით ევროინტეგრაცია. ველოდებით სიახლეებს უკრაინისთვის", - თქვა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ელის ევროკავშირში პარტნიორების ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც "შეესაბამება უკრაინის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის ურთიერთქმედებების დონეს", ასევე "პროგრესს, რომელიც აშკარად არსებობს, მიუხედავად სრულმასშტაბიანი ომისა."
"დღეს მე გავმართე ხანგრძლივი შეხვედრა მთავრობის საერთაშორისო ბლოკთან და პრეზიდენტის აპარატთან. ჩვენ ვამზადებთ უკრაინის პოზიციებს ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისთვის. და რაც მთავარია, ვამზადებთ ახალ რეფორმებს უკრაინაში. რეფორმები, რომლებიც სოციალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ რეალობას ბევრ ასპექტში შეცვლის, მათ უფრო გამჭვირვალე და ეფექტურს გახდის." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 3 თებერვალს კიევში გაიმართება.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ელის, რომ უკრაინა ამ სამიტზე "არსებითი ნახტომის" მიღწევას შეძლებს.