ზელენსკის ისრაელში ვიზიტი და სოლიდარობის გამოხატვა სურს - Axios

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ისრაელის მხარეს ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალური ვიზიტისთვის თანხმობა სთხოვა.

ამის შესახებ Axios უკრაინის და ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

Axios-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ ზელენსკის ადმინისტრაციამ ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისს და ვიზიტის კოორდინაცია სთხოვა. მაგრამ ამ საკითხზე მოლაპარაკებები წინასწარია და სავარაუდო ვიზიტის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი მიზნად ისახავს ისრაელისადმი სოლიდარობის გამოხატვას, რომელსაც 7 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი დაესხა თავს.

ოთხშაბათს, ზელენსკიმ, რომელიც ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა ისრაელს სოლიდარობის ნიშნად ეწვიონ.

"ყველა ლიდერს მოვუწოდებ, ეწვიონ ისრაელს და ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადონ. მე არ ვსაუბრობ არცერთ ინსტიტუტზე, არამედ იმ ხალხის მხარდაჭერაზე, ვინც ტერორისტული თავდასხმებისგან დაზარალდა და დღეს იღუპება," - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები