ჟულიან ასანჟი საპატიმროდან გათავისუფლდა და ბრიტანეთი დატოვა

Wikileaks-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჟულიან ასანჟმა ბრიტანეთის ციხე დატოვე და ავატრალიაში მიემგზავრება.

ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც გავრცელებული ინფორმაციით, ასანჟმა აღიარა საკუთარი დანაშაული და აშშ-ს მთავრობასთან შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, მას 62 თვიანი პატიმრობა მიესჯება, რაც ბრიტანეთში 5 წლიანი პატიმრობის სანაცვლოდ, მოხდილად ჩაეთვლება. 

ჟულიან ასანჟს ეროვნული უსაფრთხოებისა და საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებაში ედებოდა ბრალი. 

წარსულში, Wikileaks-ის დამფუძნებელი არ აღიარებდა ბრალს და იუწყებოდა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, წმინდად ჟურნალისტური საქმიანობა იყო, რასაც დანაშაულთან კავშირი არ ჰქონია, თუმცა, მრავალწლიანი ჩვენება, საბოლოოდ შეცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ასანჟის ციხიდან დახსნასა და ამერიკის მთავრობასთან შეთანხმების გაფორმებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ენტონი ალბანესმა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც აქტიურად იყო მოლაპარკებებში ჩართული. 

"აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ის დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას"- ასე გამოეხმაურა ასანჟის ცოლი BBC-თან საუბარში სიახლეს, რომლის მიხედვითაც, მისი ქმარი მრავალწლიან სამართლებრივი დავას დაასრულებს. 

აქვე ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფოდან ავსტრალიაში გადაფრენა, ჟულიან ასანჟს 500,000 ფუნტი დაუჯდება, რასაც ავსტრალიის მთავრობა აანაზღაურებს, იმ დათქმით, რომ მოგვიანებით, ასანჟის კამპანია ფულს უკან დააბრუნებს. 

ჟულიან ასანჟისთვის ეს არ არის ერთადერთი სამართლებრივი დავა, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. შვედეთის სასამართლოში მას გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაზე ედავებოდნენ, თუმცა 2019 წელს საქმე შეწყდა, რადგანაც თავდაპირველი საჩივრიდან დიდი დრო გავიდა. თავად ასანჟი, ამ ბრალსაც არ აღიარებდა. 

რას ედავებოდნენ ჟულიან ასანჟს?

ჟულიან ასანჟთან დაკავშირებულია საიდუმლო მასალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაჟონვა. 2009 წელს, Wikileaks-ზე, ათობით ათასი მასალა გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა - ერაყისა და ავღანეთის ომი, ამერიკის დიპლომატიური მისიიების საიდუმლო დოკუმენტები სხვადასხვა საკითხებზე [მათ შორის საქართველოც], გუანტანამოს ციხეში პატიმრების მოპყრობის საკითხებს და ა.შ. 

18 სხვადასხვა ბრალდების პირობებში, მას ამერიკაში 175 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. თუმცა, ავსტრალიელი აქტივისტი, გაერთიანებული სამეფოს საპატიმროში ყოფნამდე, საიდანაც ექსტრადიციის წინააღმდეგ იბრძოდა, 7 წლის განმავლობაში, ლონდონში, ეკვადორის საელჩოში აფარებდა თავს, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები