ЗСУ ასრულებს ბრძოლის ველის იზოლაცია, კურსკის ოპერაცია, დღე 15 - მთავარი

კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთოთხმეტე დღე მიმდინარეობს. გასული 24 საათის განმავლობაში გაგრძელდა შეტაკებები უკრაინის არმიის მოწინავე პოზიციებთან, ასევე დასკვნით ეტაპზე გადადის უკრაინის შეიარაღებული ძალების ძალისმევა მოახდინოს ბრძოლის ველის იზოლაცია სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ გლუშკოვოს რაიონში. 

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ პირველად გამოაქვეყნა საომარი მოქმედებების რუკა კუსკის ოლქში ოპერაციის დაწყების შემდეგ. ЗСУ-ს მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, უკრაინული არმიის გარღვევის სიღრმე რუსეთის ტერიტორიაზე 28-35 კილომეტრს შეადგენს, რაც ჯამურად 1263 კვადრატულ კილომეტრს უტოლდება, ჯამურად უკრაინული დანაყოფები 93 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ. 

გიყვებით უკრაინული იერიშის მთხუთხმეტე დღის მთავარ ამბებს. 

გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინული არმიის ძალისხმევა კვლავ გლუშკოვოს რაიონისკენ იყო მიმართული. გასული დღეების განმავლობაში აღნიშნულ რაიონში მდინარე სეიმზე გადებული 3 საკვანძო ხიდის (სოფლები, გლუშკოვო, ზვანოე, კარიჟი) განადგურების შემდეგ, უკრაინული დანაყოფებმა რუსების მიერ ორგანიზებული როგორც მინიმუმ ერთი პონტონური გადასვლელიც გაანადგურეს, თუმცა მალევე განსხვავებულ ადგილას სატელიტურ ფოტოებზე ახალი გადასვლელი გამოჩნდა

ხიდების განადგურების გარდა რუსი Z-ბლოგერების ცნობით, ფრონტის ამ მონაკვეთზე განსაკუთრებით კი უკრაინასთან დამაკავშირებელი საერთაშორისო მაგისტრალის მიდამოებში ЗСУ აქტიურად იყენებს დრონებსაც. 

აღნიშნული მაგისტრალი ქალაქებს ლგოვსა და რილსკს კვეთავს, რომლებიც კურკსში მოქმედი რუსული დანაყოფების მომარაგების ცენტრალურ კვანძს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ თავად გზა კურსკში უკრაინელთა მოწინავე პოზიციებისგან (სოფელი მარტინოვკა) საკმაოდ დაშორებულია (42 კმ მარტინოვკიდან) მაგისტრალი საკმაოდ მოზრდილ მონაკვეთზე რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარს მიუყვება. აქედან გამომდინარე ის პრაქტიკულად როკადულ (ფრონტის ხაზის პარალელური) გზას წარმოადგენს. ასეთი გზის მეშვეობით საგრნობლად მარტივდა ჯარების მომარაგება და რეზერვების მოძრაობა. 

პირველი დღეების სწრაფი გარღვევის მიუხედავად უკრაინელებმა გზის დაკავება ვერ შეძლეს, თუმცა ვხედავთ მაგისტრალზე საცეცხლე კონტროლის დამყარების აქტიურ მცდელობებს. აღნიშნული მცდელობები გლუშკოვოს რაიონში ხიდების განადგურებასთან ერთად ძალიან ჰგავს იმას, რასაც დასავლური სამხედრო სკოლა "საომარი მოქმედებების ზონის იზოლაციას" უწოდებს. 

თეორია კონკრეტულ რაიონებში მოწინააღმდეგის მომარაგების გზების განადგურებას და ამგვარად მისი საბრძოლო პოტენციალის მკვეთრს შემცირებას გულისხმობს. ეს ძალიან ჰგავს უკრაინული არმიის მოქმედებებს 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც ქალაქ ხერსონის მიმართულებით სახმელეთო შეტევას რუსეთის ლოჯისტიკის განადგურების ხანგრძლივი კამპანია უძღოდა წინ. 

საყურადღებოა, გლუშკოვოს მდებაორებაც - რაიონი სამხრეთით და დასავლეთით უკრაინის საზღვრითაა გარშემორტმული, აღმოსავლეთიდან ტერიტორიას უკვე ЗСУ აკონტროლებს, ხოლო უკან კი მდინარე სეიმია. 

ამგვარად მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში გლუშკოვოს რაიონში უკრაინული არმიის წინსვლას ვიხილავთ. რუსული წყაროების ცნობით, ამ რაიონში ЗСУ-ს რუსეთის 2500-იანი დაჯგუფება უპირისპირდება. ხიდების განადგურების შემდეგ დაჯგუფების მომარაგება მკვეთრად გართულდა, არსებობს ოპერატიული ალყის საფრთხეც. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა იძულებული იქნება ჯარები სეიმის აღმოსავლეთ ნაპირზე გადაიყვანოს, რის შედეგადაც კურსკის ოლქში უკრაინის შეირაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მოცულობა 700 კვადრატული კილომეტრით გაიზრდება. 

გლუშკოვოს რაიონში შეტევით უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ამგვარი ოპერაციებისთვის დამახიასათებელი ცენტრალური პრობლემის აღმოფხვრას ცდილობს. საქმე ის არის, რომ უკრაინის არმიის გარღვევა ეფექტურობის მიუხედავად პირველ დღეებში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეჭრილ სოლს ჰგავს. ასეთი მონაკვეთის დაცვა კი ძალზედ რთულია, განსაკუთრებით ფლანგებიდან. გასული 2 კვირის განმავლობაში ვხედავად ЗСУ-ს ხელმძღვანელობის თანმიმდევრულ მცდელობას მაქსიმალურად გააფართოვონ შეხების ხაზები. ამგვარად, დღეს უკრაიინული არმიის მდგომარეობა კურსკში აღარ ჰგავს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე შეჭრილ სოლს, ეს უკვე საკმაოდ ფართე ზონაა (დაახლობით 60კმ), რომელიც სახელმწიფო საზღვარს მიუყვება. 

უკრაინული არმიის იერიში გაგრძელდა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელთა წინსვლის შესახებ დადასტურებული ცნობები არ არსებობს, რუსი Z-ბლოგერების შეფასებები გარკვეულ მონაკვეთებზე უკრაინელთა წარმატებაზე მიუთითებს. 

გავრცელდა უკრაინელი სამხედროების მიერ ფრონტის ამ მონაკვეთზე გადაღებული კადრები, რომლებზეც ჩანს, რომ უკრაინელი მებრძოლები რუსული წარმოების Т-90 ტიპის ტანკს მართავენ და საკუთარი პოზიციებისკენ მიჰყავთ. ეს კურსკის ოპერაციის ფარგლებში უკრაინელთა მიერ რუსული წარმოების უახლოესი ტანკის ხელში ჩაგდების უკვე მეორე შემთხვევაა. 

სავარაუდოა, რომ ქალაქ ლგოვისკენ მიმართულებით უკრაინელები აკონტროლებენ სოფელ მალაია ლოკნას ნაწილს მაინც. Z-ბლოგერ იური პოდოლიაკას ცნობით, ამ მონაკვეთზე ЗCУ ამ მონაკვეთზე სოფელ რუსკოე პოროჩნოეს ალყაში მოქცევას ცდილობს, რის შემდეგაც რუსული გარნიზონი იძულებული იქნება უკან დაიხიოს. 

"მოწინააღმდეგის დანაყოფებმა გვერდი აუარეს ჩვენს პოზიციებს მალაია ლოკნასა და რუსკოე პორეჩნოეს შორის, რითიც გადაჭრეს სოფლების დამაკავშირებელი გზაც, ამგვარად ჩვენი 18 მოტო-მსროლელი დივიზიის ნაწილები ოპერატიულ ალყაში მოექცნენ. ძალიან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, აქტიურად მუშაობს ჩვენი ავიაცია, დრონები, მაგრამ ამის მეშვეობითაც ვერ ხერხდება მოწინააღმდეგის შეჩერება"- წერს პოდოლიაკა. 

საყურადღებოა, რომ უკრაინული გენშტაბის მიერ გავრცელებულ რუკაზე სუჯადან 5 კილომეტრში განლაგებული მნიშვნელოვანი სოფელი მარტინოვკა უკრაინელთა კონტროლქვეშაა - სოფლისთვის ბრძოლები პრაქტიკულად პირველივე დღიდან მიმდინარეობს და უკრაინელებს მისი დაკავების შესახებ ოფიციალურად ამ დრომდე არ განუცხადებიათ. ამასთანავე საყურადღებოა, რომ საინფორმაციო უსაფრთხოების თვალსაზრისით სირსკის მიერ წარდგენილი რუკა მოძველებულია და მასზე არ არის დატანილი უკრაინელთა მოწინავე პოზიციები. 

უკრაინული წყაროები იტყობინებიან წინსვლის შესახებ რაიონულ ცენტრ კორონევოს დასავლეთ ნაწილშიც. კორონევოსთვის ბრძოლები მარტინოვკის მსგავსადა ოპერაციის დაწყების პირველივე დღიდან მიმდინარეობს. წინა დღეებში რუსული დანაყოფები კორონევოში უკრაინული ჯავშანტექნიკის გამოჩენის შესახებ წერდნენ, თუმცა ისინი იერიშის მოგერიების შესახებ იუწყებოდნენ

კურსკს მიღმა

უკრაინელთა ოპერაციის დაწყებიდან 2 კვირის თავზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახლადშექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ ჯარების 3 ახალი დაჯგუფების შექმნის შესახებ გამოაცხადა.

საუბარია, კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ჯარების დაჯგუფებებზე. რომლებიც თავის მხრივ საზღვრის დაცვის ერთიან დაჯგუფებაში გაერთიანდებიან. მანამდე ფრონტის ამ მონაკვეთს ჯარების ჩრდილოეთ დაჯგუფება იცავდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრე ბელოუსოვმა ოპერაციის მეთაურად ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი რუსი მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი, იუნუს ბეკ-ევკოროვი დანიშნა. ევკუროვი ოპერაციას კურსკიდან უხელმძღვანელებს. 

პარალელურად გრძელდება რუსეთის არმიის წინსვლა დონეცკში, რუსული წყაროების ცნობით, საკუპაციო არმიამ სრულად დაიკავა სოფელი ნიუ-იორკი. უკრაინული წყაროების ცნობით, კი სოფელში ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება. 

უკრაინის გენერალურ შტაბთან დაახლოებული OSINT პროექტის, Deep State-ის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის არმიამ წინ წაიწია პივნიჩნეში, დრუჟბაში, ზავიტნოეს, ნოვოგროდივკისა და გრიგორივკაში. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები