ЗСУ-მ ზაპორიჟიისა და დონეცკის საზღვარზე, დასახლება სტარომაიორსკოე დაიბრუნა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკისა და ზაპორიჟიის ოლქის საზღვარზე, ე.წ. ვრემიევსკის შვერილის მიდამოებში მდებარე დასახლება სტარომაიორსკოე გაათავისუფლეს. 

კონტრიერიშის დაწყების შემდეგ ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გათავისუფლებული მეათე დასახლებული პუნქტია. 

უკრაინული და რუსული წყაროების ცნობით, სტრამოაიორსკოეში ბრძოლები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. Z-ბლოგერები უკანასკნელ დღეებში სოფელში არსებულ "რთულ ვითარებაზე" საუბრობდნენ. დასახლებისთვის ბრძოლები სავარაუდოდ თითქმის 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

საბოლოოდ დასახლების გათავისუფლება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამში გამოქვეყნებული ვიდეოთი დაადასტურა, რომელშიც დაზიანებულ შენობაში მყოფი უკრაინელი სამხედროები სახელმწიფო დროშით ხელში მისიის წარმატებით შესრულებაზე საუბრობენ. 

კონტექსტი 

სტრამაიორსკოე ე.წ. ვრემიევსკის შვერილზე, დონეცკისა და ზაპორიჟიის ოლქის მიჯნაზე, იმ რაიონში მდებარეობს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის ერთ-ერთი მთავარ ღერძს წარმოადგენს. 

სწორედ ამ მიმართულებით არის უკრაინის შეტევები ყველაზე წარმატებული - ამ რაიონში უკრიანის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო კვირების განმავლობაში 6 დასახლება გაათავისუფლეს. 

სტარომაიორსკის გვერდით მდებარეობს სოფელი ზავიტნე ბაჟანნია და ოკუპანტების თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი კვანძი სტარომლინოვკა. სავარაუდოა, რომ უკრაინის არმიის მომდევნო შეტევები სწორედ სტარომლინოვკის მიმართულებით განვითარდება - დასახლებაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი გადის, მათ შორის მარიუპოლთან დამაკავშირებელი მაგისტრალიც. 

მსგავსი სიახლეები