ЗСУ-ს დარტყმის შედეგად რუსეთმა ყირიმთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზა დაკარგა

დილის საათებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონისა და ყირიმის დამაკავშირებელი გადასასვლელი ხიდები დაბომბეს.
ზუსტი დარტყმების შედეგად რუსეთისთვის ყველაზე მოკლე მარშრუტზე მოძრაობა შეჩერებულია - სწორედ ამ გადასასვლელებს იყენებდა რუსეთი ზაპორიჟიასა და ხერსონში გარნიზონის მოსამარაგებლად.
მაღალი ალბათობით ЗСУ-ს დარტყმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა როგორც საავტომობილო ხიდი, ასევე სარკინიგზნო კვანძები, რომელიც ყირიმს მატერიკთან აკავშირებს.
საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს ჩონგარის საავტომობილო ხიდი, რომელმაც დარტყმის შედეგად სტრუქტურული დაზიანება მიიღო და მის ზედაპირზე მოცულობით ხვრელი წარმოიქმნა.
სწორედ ჩონგარის ხიდზე გადის უმოკლესი მარშრუტი, რომელსაც ოკუპანტები უკრაინის სამხრეთში საკუთარი სამხედრო ნაწილების მომარაგებისთვის იყენებენ. მოსალოდნელია, რომ ხიდის მწყობრიდან გამოყვანა მნიშვნელოვნად გაართულებს რუსეთის არმიის ლოჯისტიკას.
მიუხედავად ამისა კვლავ რჩება ალტერნატიული მარშრუტები მათ შორის არმიანსკშიც, თუმცა ეს გზები უკრაინულ პოზიციებთან კიდევ უფრო ახლოსაა, ხოლო მათი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად ნაკლებია.
სავარაუდოა, რომ დარტყმა Storm Shadow-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდება, რომელიც უკრაინამ დიდი ბრიტანეთისგან მიიღო.