ЗСУ-ს იერიშის დაწყების შემდეგ მინიმუმ 2 რუსი გენერალი და 10 პოლკოვნიკი მოკლეს
.jpg)
უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა რუსეთის დანაკარგები მაღალი რანგის ოფიცრებში და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების პირველი კვირების მაჩვენებლებს გაუთანაბრდა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური და Mediazona ავრცელებს, რომლებიც რუსეთის დანაკარგების მონიტორინგის აწარმოებენ.
საყურადღებოა, რომ პროექტი აღრიცხავს მხოლოდ იმ დანაკარგებს, რომელთა დადასტურება ხდება ნეკროლოგებით ან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოებზე დაკვირვებით. აქედან გამომდინარე მოცემული შეფასებები არის მინიმალური და მოსალოდნელია, რომ რეალურია რიცხვი გაცილებით მაღალი იყოს.
უფროს ოფიცრებს შორის დანაკარგების ზრდის ტენდენცია ЗСУ-ს კონტრიერიშის პირველივე დღეებში გამოვლინდა და ამ დრომდე ნარჩუნდება.
დადასტურებულად ცნობილია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ზუსტი სარაკეტო დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია რუსეთის 2 გენერალი, 10 პოლკოვნიკი, 8 ვიცე-პოლკოვნიკი და 14 მაიორი. საყურადღებოა, რომ ამ ჩამონათვალში არ შედის რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 13 მფრინავი, რომლებიც ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებული შეიარაღებული ამბოხის დროს მოკლეს.
გამოცემების ცნობით, ბოლოს ასეთი მასშტაბური დანაკარგები მაღალი რანგის ოფიცრების რიგებში რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველ კვირებში ჰქონდა.
სამხედრო ექსპერტების ცნობით, მაღალი რანგის ოფიცრების ლიკვიდაცია რუსეთის არმიის გადაუტყვეტელ პრობლემებზე მეტყველებს - მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება ოფიცრებისგან ფრონტის ხაზზე ყოფნას მოითხოვს, რა პირობებშიც ისინი უკრაინელების პრიორიტეტული სამიზნეები არიან.
ბრიტანეთის გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ექსპერტების ცნობით, სწორედ ოფიცრების მოქმედება შესაძლოა გახდეს განმსაზღვრელი წარმატებული, ან წარუმატებელი თავდაცვითი მოქმედებებისთვის.
უმცროსი და შუა რგოლის ოფიცრების მაღალი დანაკარგების შედეგად, რუსეთმა შესაძლოა დაკარგოს ტაქტიკური მოქნილობა.
კონტექსტი
ჯამურად გამოცემების შეფასებით რუსეთის დანაკარგების მინიმალური რიცხვები შემდეგნაირად გამოიყურება: 60 ათასი მოკლული, 210 ათასი დაჭრილი. აშშ-ს საზღვაო ანალიზის ცენტრის მეთოდიკით ყოველ მოკლულზე 2 მძიმედ დაჭრილი მოდის. აქედან გამომდინარე რუსეთის საბოლოო დანაკარგები ამ დროისთვის მინიმუმ 160 ათასს შეადგენს.