ამავე ანგარიშის მიხედვით, ირანი კვლავ ინარჩუნებს ომამდე არსებული ბალისტიკური რაკეტების მარაგებისა და გამშვები დანადგარების დაახლოებით 70%-ს. ასევე ათასობით იაფფასიან დრონს.
"ეს მსუბუქი შეხება იყო"- ასე შეაფასა ეპიზოდი დონალდ ტრამპმა და ირანის მმართველებს "შეშლილები" უწოდა, და უარესით" დაემუქრა, იმ შემთხვევაში "თუ სწრაფად" არ წავლენ შეთანხმებაზე.
გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა დღეში 8.2 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობპროდუქტის ექსპორტი განახორციელა, მათ შორის ბენზინის, დიზელისა და საავიაციო საწვავის.
რუსულმა სოციოლოგიური კვლევების არასამთავრობო ორგანიზაცია "ლევადა-ცენტრმა" გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად ვლადიმირ პუტინმა 2024 წელთან შედარებით რეიტინგის მესამედი დაკარგა.
ამის შესახებ The Economist-ის მიერ გამოქვეყნებულ სვეტშია საუბარი - ჟურნალის ცნობით, ავტორმა ანონიმურად დარჩენა ისურვა, ის რუსეთის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანია.
ვაშინგტონი მომდევნო 48 საათის განმავლობაში ელოდება ირანის პასუხს შეთანხმების საკვანძო პუნქტებზე - წყაროების ცნობით, ჯერ საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი თუმცა ამაზე ახლოს შეთანხმებასთან მხარეები ამ ომის მიმდინარეობისას არ ყოფილან.