გერმანიამ Patriot-ებზე უკრაინელი სამხედროების მეორე ჯგუფი გაწვრთნა

70-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მონაწილეობდა სწავლებებში, რომელსაც ბუნდესვერის ინსტრუქტორები თვენახევარზე მეტი ხნის განმავლობაში ატარებდნენ.

ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველები შესაძლოა გააძევოს

მანამდე ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სწავლობს, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ ადამიანების დეპორტაცია, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტეს.

ნეთანიაჰუ: ისრაელი ომს არ შეწყვეტს, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევს

მისი თქმით, შეთანხმება შედგა "ეშმაკთან" და მან უზრუნველყო საწყის შეთანხმებაზე ორჯერ მეტი მძევლის თავისუფლება.

ბრძოლების განახლების შემდეგ ისრაელს დარტმებს ღაზაში 193 ადამიანი ემსხვერპლა

ჯამურად 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის მიერ წამოწყებული საჰაერო და სამხედრო კამპანიის დროს ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა უკვე 15 ათასს გადააჭარბა, დაჭრილია კიდევ 40 ათასი.

ისრაელმა კვლავ შეზღუდა ღაზაში გატარებული ჰუმანიტარული ტვირთების მოცულობა

შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ ღაზაში შემავალი სატვირთოების მოცულობა 20-მდე შემცირდა, შეწყდა საწვავის მიწოდებაც.

პეტრეუსი: ЗСУ-ს წარუმატებლობის მიზეზი შეიარაღების მიწოდებაში ჩამორჩენაა

CIA-ის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ამერიკული დოქტრინის მიხედვით იმ ტიპის თავდაცვითი ზღუდეების გასარღვევად რაც რუსეთმა უკრაინის სამხრეთში აღმართა საჭიროა ტოტალური საჰაერო უპირატესობა და კიდევ ბევრი სხვა რამ

Rheinmetall უკრაინაში ჯავშანტექნიკის მწარმოებელ ქარხანას 2024 წელს აამუშავებს

მომდევნო წლის მიწურულს უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლოა Fuchs-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების წარმოება დაიწყოს, ხოლო 2025 წლის მიწურულს Lynx-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების.

დუდამ პირობა დადო, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლას არ შეაფერხებს

მან აღნიშნა, რომ მთავრობის ფორმირება მორავიეცკის, როგორც არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიის ლიდერს ანდო.

ატლანტაში, ისრაელის საკონსულოს წინ, პალესტინის დროშის მქონე მომიტინგემ თავი დაიწვა

მომიტინგე მივიდა შენობასთან, სადაც განთავსებულია ისრაელის საკონსულო და რამდენიმე სხვა ბიზნესი და თავის დაწვისთვის ბენზინი გამოიყენა.

ორბანი ევროკავშირს სთავაზობს უკრაინის გაწევრიანების საკითხი 5-10 წელში განიხილონ

"თუ ჩვენ არ ვიცით როგორი შედეგები ექნება ბლოკზე უკრაინის გაწევრიანებას, მე ვემხრობი აზრს, რომ ჯერ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გავაფორმოთ",