ატლანტაში, ისრაელის საკონსულოს წინ, პალესტინის დროშის მქონე მომიტინგემ თავი დაიწვა
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, პალესტინის დროშის მქონე მომიტინგემ ატლანტაში, ისრაელის საკონსულოს წინ თავი დაიწვა.
აქციის მონაწილე კრიტიკულ მდგომარეობაშია. პოლიციის განცხადებით, საელჩოს დაცვის სამსახურის თანამშრომელმა მისი დახმარება სცადა და ისიც დაიწვა, მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
"ჩვენ გვჯერა, რომ ეს იყო უკიდურესი პოლიტიკური პროტესტის აქტი," - განაცხადა ატლანტას პოლიციის უფროსმა დარინ შირბაუმმა პრესკონფერენციაზე.
მომიტინგე მივიდა შენობასთან, სადაც განთავსებულია ისრაელის საკონსულო და რამდენიმე სხვა ბიზნესი და თავის დაწვისთვის ბენზინი გამოიყენა.
"ჩვენ გვჯერა, რომ ეს შენობა უსაფრთხოა, აქ საფრთხეს ვერ ვხედავთ," - აღნიშნა მან.
FBI-ის ატლანტას ოფისი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას უწევდა.