Rheinmetall უკრაინაში ჯავშანტექნიკის მწარმოებელ ქარხანას 2024 წელს აამუშავებს

გერმანული შეიარაღების მწარმოებელი გიგანტი Rheinmetall უკრაინაში ჯავშანტექნიკის მწარმოებელი ქარხნის ამუშავებს 2024 წლის მიწურულისთვის გეგმავს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. 

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მომდევნო წლის მიწურულს უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლოა Fuchs-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების წარმოება დაიწყოს, ხოლო 2025 წლის მიწურულს Lynx-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების. 

მიმდინარე წლის 24 თებერვალს გერმანულმა კომპანიამ და უკრაინის შეიარაღების წარმოების კონცერნმა Укроборонпро-მა ერთობლივი კომპანიის შექმნა გამოაცხადეს. 

გერმანულ გამოცემა WirtschaftsWoche-სთან ინტერვიუში Rheinmetall-ის დირექტორმა არმინ პაპერგერმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ერთობლივი წარმოების ფარგლებში უკვე Lynx-ის ტიპის პირველი მანქანების აწყობა უკვე მიმდინარეობს გერმანიასა და უნგრეთში. 

"საწარმოო ხაზის აწყობის შემდეგ ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ ამ ტიპის მანქანების წარმოებაზე უკრაინაში",- განაცხადა პაპერგერმა. მისი თქმით, გერმანიის მთავრობა აპირებს კომპანიისთვის საექსპორტო ლიცენზიის გაცემას, რაც საზღვარგარეთ შეიარაღების წარმოებისთვის არის აუცილებელი. 

კონტექსტი

30 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში სამხედრო წარმოების საერთაშორისო ალიანსის შექმნა გამოაცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ალიანსს უკვე შემოუერთდა 38 კომპანია 19 ქვეყნიდან. 

უკრაინაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღების წარმოება პრიორიტეტული და მართებული გადაწყვეტილებაა, რაც ქვეყანას უფრო მეტ მოქნილობას და თავისუფლებას მისცემს რუსეთთან ომის პირობებში. 

მსგავსი სიახლეები