შვეიცარიამ შესაძლოა უკრაინაში საკუთარი შეიარაღების რეექსპორტი დაუშვას

შვეიცარია მკაცრი სამხედრო ნეიტრალიტეტის კურსს ატარებს და ამ დრომდე უარს ამბობდა შეიარაღების რეექსპორტის ნებართვის გაცემაზე.

Der Spiegel: შოლცი უკრაინისთვის Leopard-ების გაგზავნას დათანხმდა

გამოცემის ინფორმაციით საუბარია როგორც მინიმუმ 12 ტანკზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება რაოდენობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მიღებული არ არის.

СNN: აშშ უკრაინას ტაქტიკის შეცვლას და ბახმუტიდან სამხრეთზე გადართვას ურჩევს

ამერიკელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ უკრაინა სამხრეთის მიმართულებით დიდი კონტრიერიშის მზადებაზე უნდა გადაერთოს.

პრიგოჟინი მისი ბოევიკების დისკრედიტაციისთვის პატიმრობის დაწესებას ითხოვს

შესაბამისი ინიციატივით, პრიგოჟინმა რუსეთის დუმის სპიკერს, ვიაჩესლავ ვოლოდინს ოფიციალური წერილით მიმართა.

სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ "ლეოპარდების" გადაცემის საკითხი მალე გადაწყდება

"NATO-ს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ლეოპარდის საბრძოლო ტანკები აქვთ, შეუძლიათ აარჩიონ, რომელი ტანკები შეიძლება გადასცენ უკრაინას და გაამზადონ, ამავდროულად კი უკრაინული რაზმების წვრთნა დაიწყონ," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან, ბორის პისტორიუსთან ერთად ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

სკანდალების და გადადგომების სერია უკრაინის მთავრობაში - რა უნდა ვიცოდეთ

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია, რომელიც კორუფციული სკანდალების ფონზე მიმდინარეობს,

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე შესყიდვების სკანდალის შემდეგ გადადგა

არმიისთვის განკუთვნილი სურსათის გაზრდილი ფასებით შესყიდვის გამო უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა.

ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინული მედიის ცნობით, ანდრეი ერმაკის ახალი მოადგილე კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება იქნება.

ნორვეგიის არმიის მეთაური: რუსეთის დანაკარგები უკრაინაში 180 ათასს აღემატება

რაც შეეხება უკრაინას, კრისტოფერსენის თქმით, არმიის დანაკარგები 100 ათასის ფარგლებშია, თუმცა ჯარისკაცების გარდა რუსეთის აგრესიას 30 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

პესკოვი: უკრაინის იარაღით 'გატენვისთვის' ფასს უკრაინელი ხალხი გადაიხდის

პესკოვის თქმით, კრემლი ყურადღებით აკვირდება უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებულ დისკუსიას.