ЗСУ: ბოლო 24 საათში მტრის 2 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შენაჯამში საუბარი.

"გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩვენმა ავიაციამ მიიტანა 5 დარტყმა მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის წერტილებში. საჰაერო ძალებმა ჩამოაგდო CУ 25-ის ტიპის 2 რუსული თვითმფრინავი და KА 52-ის ტიპის 1 ვერტმფრენი და Орлан-ის ტიპის 1 უპილოტო საფრენი აპარატი და X59-ის ტიპის 2 საავიაციო ბაზირების რაკეტა",- ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ოკუპანტები დიდი დანაკარგების ფასად კვლავ უტევენ ბახმუტსა და ავდიივკას. 

კონტექსტი

უკრაინის გენშტაბი 20 იანვრის საღამოს შენაჯამში პირველად იტყობინებოდა ოკუპნატების შეტევის შესახებ არამხოლოდ აღმოსავლეთით, არამედ სამხრეთითაც ზაპორიჟიის ოლქში. 

"მოწინააღმდეგე აწარმოებს შემტევ მოქმედებებს ბახმუტის, ავდიივკის და ზაპორიჟიის მიმართულებით",- ნათქვამია კრებსში. 

ზაპორიჟიის მიმართულებით ოკუპანტების შეტევა ნახსენები იყო უკრაინული გენშტაბის 19 იანვრის კრებსში, თუმცა დამამცირებელ კონტექსტში. 

"რუსი პროპაგანდისტების მიერ დიდი ხნის წინ დაანონსებული შეტევა ზაპორიჟიის მიმართულებით, მხოლოდ ამცირებს ოკუპანტების ცოცხალ ძალას და ტექნიკას",- წერდა ЗСУ-ს 19 იანვარს. 

21 იანვარს რუსულ Z ტელეგრამ არხებში გავრცელდა ცნობები ზაპირიჟიის მიმართულებით იერიშის შესახებ - წერენ 2 სოფელის დაკავების შესახებ. საუბარია მალი შერბაკოვსა და ლობკოვოზე. ჯერჯერობით ეს არ არის დადასტურებული ან უარყოფილი. 

ამ სოფლებიდან რაიონული დედაქალაქ ზაპორიჟიის აგლომერაციამდე 30 კილომეტრია.

მსგავსი სიახლეები