Der Spiegel: შოლცი უკრაინისთვის Leopard-ების გაგზავნას დათანხმდა
რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ გერმანიის კანცლერი უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემას დათანხმდა.
ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით საუბარია როგორც მინიმუმ 12 ტანკზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება რაოდენობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მიღებული არ არის.
გარდა ამისა გამოცემის ცნობით, გერმანია ტანკების რეექსპორტის უფლებას იმ მოკავშირებსაც მისცემს, რომლებმაც შესაბამისი მზაობა გასულ კვირებში გამოთქვეს.
კონტექსტი
Der Spiegel-ის პუბლიკაციამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა Wall Street Journal-ის სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გერმანიის წინააღმდეგობის გადასალახად აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის ტანკებს გადასცემდა.