პრიგოჟინი მისი ბოევიკების დისკრედიტაციისთვის პატიმრობის დაწესებას ითხოვს

ევგენი პრიგოჟინი ვაგნერის ბოევიკების დისკრედიტაციისთვის 5-წლიანი პატიმრობის შემოღებას ითხოვს. შესაბამისი ინიციატივით, პრიგოჟინმა რუსეთის დუმის სპიკერს, ვიაჩესლავ ვოლოდინს ოფიციალური წერილით მიმართა. 

"გთხოვთ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანოთ მუხლი საბრძოლო მოქმედებების მონაწილეების, მოხალისეებისა და მათ შორის ყოფილი პატიმრების დისკრედიტაციის აკრძალვის შესახებ",- ნათქვამია წერილში. 

პრიგოჟინი მოითხოვს ნეგატიური პუბლიკაციებისა და ყოფილი პატიმრების მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. პრიგოჟინის თქმით, ამ დარღვევაზე 5-წლიანი პატიმრობა უნდა დაწესდეს. 

"ისინი ვაჟკაცურად და ღირსეულად იხდიან ვალს სამშობლოს წინაშე, ეფექტურად ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს და უზრუნველყოფენ სამშობლოს უსაფრთხოებას საბრძოლო დანაკარგების ფასად",- წერს პრიგოჟინი. 

 

მსგავსი სიახლეები