ისრაელი: ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნება ირანს დამატებით 100 მლრდ დოლარს მისცემს

„ირანისთვის სანქციების ერთბაშად მოხსნა, მათ შორის საბანკო და საფინანსო სექტორებზე, ირანელებს ფულის გათეთრების საშუალებას მისცემს. ირანი სხვა ქვეყნებსაც დაეხმარება, რომლებიც სანქციების ქვეშ არიან“, - ამბობს ისრაელის ლიდერი

სირიაში აშშ-ს ბაზაზე თავდასხმის შედეგად სამი სამხედრო დაშავდა

პენტაგონში აცხადებენ, რომ თავდასხმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ განახორციელა, რომელსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მფარველობს

აშშ-მ სირიაში ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფება დაბომბა

ამერიკამ იერიში ფატიმიუნის დაჯგუფებაზე მიიტანა, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა გვარდიის ხელქვეითად მიიჩნევა

გაერთიანებული არაბული საამიროები ირანში ელჩს აბრუნებს

საამიროებმა ირანთან ურთიერთობა 2016 წელს გაწყვიტა, როცა ირანელმა დემონსტრანტებმა ირანში საუდის არაბეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები დაარბიეს

აშშ: ბირთვულ შეთანხმების აღდგენაზე ირანის პოზიცია ‘დამაიმედებელია’

თეირანი ამერიკისგან რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღებას აღარ მოითხოვს

ლიბანელი ჟურნალისტი: რუსეთმა ირანს 1000 დამრტყმელი და სადაზვერვო დრონი შეუკვეთა

ამის შესახებ 13 აგვისტოს თავის გვერდზე ლიბანელმა ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ელია მანიემ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა.

რუსები ირანული ‘დრონების’ სამართავად წვრთნებს გადიან - CNN

გასულ თვეში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ირანი რუსეთისთვის ასეულობით „დრონის“ მიყიდვას გეგმავს

თალიბანი: აშშ-ს მიერ ალ-კაიდას ლიდერის მოკვლას გამოვიძიებთ

ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ქაბულში სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ალ-კაიდას მეთაური აიმან აზ-ზავაჰირი ლიკვიდირებულია

მაროკოს მეფე: ალჟირთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გვსურს

ჩრდილოეთ აფრიკის ორმა ქვეყანამ ურთიერთობები გასული წლის აგვისტოში დასავლეთ საჰარის ტერიტორიაზე უთანხმოების გამო გაწყვიტა