ღაზის სექტორში ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა

ღაზის სექტორში არსებული ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა კოლაფსის ზღვარზეა, როგორც ამას აშრაფ ალ-ქუდრა, ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს. 

ალ ქუდრას განცხადებით, ოთახები სავსეა პაციენტებით, ხოლო საავადმყოფოებში ყველა საწოლი დაკავებულია, რის გამოც, ახალი პაციენტების მიღება შეუძლებელი გახდა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპერაციის ჩატარების საჭიროების მქონე ადამიანების რიცხვი იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ამის რესურსი არსებობს. 

ხუთშაბათს, "წითელმა ჯვარმა" განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ღაზის სექტორში არსებული საავდმყოფოები შეიძლება "მორგებად გადაიქცეს," რადგანაც გამწვავებული კონფლიქტისა და ბლოკადის ფონზე, ელექტროენერგია აღარ მიეწოდებათ. 

პალესტინის ჯანდაცვის მინისტრმა "წითელ ჯვარს" საველე საავდმყოფოების გახსნის თხოვნით მიმართა. მან ასევე მიმართა მსოფლიოს ყველა ქვეყანას და საჭირო მედიკამენტების გამოგზავნა ითხოვა. 

 

მსგავსი სიახლეები