კრემლი: პუტინმა ისრაელსა და ღაზაში მსხვერპლის კატასტროფული ზრდის გამო შეშფოთება გამოთქვა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეშფოთებას გამოთქვამს, ოთხდღიანი ბრძოლის შემდეგ, ისრაელსა და ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის "კატასტროფული ზრდის" გამო.
"მის თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ვითარების მკვეთრად გაუარესება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ზონაში," - ნათქვამია კრემლის განცხადებაში. "გამოითქვა ღრმა შეშფოთება ძალადობის გაგრძელების, ესკალაციისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის კატასტროფული ზრდის გამო."
კრემლის ცნობით, პუტინმა და ერდოღანმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს "ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის" და "მოლაპარაკების პროცესის განახლების" აუცილებლობა.
ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკად მკვლელობისთვის არც რუსეთს და არც თურქეთს ჰამასი არ დაუგმია.