ისრაელმა ალეპოს აეროპორტი დაბომბა

სირიის პრო-სამთავრობო მედია წერს, რომ ისრაელის ავიაცია ჩრდილოეთის ქალაქ ალეპოს საერთაშორისო აეროპორტს დაესხა თავს.

გაზეთი Al-Watan-ის ცნობით, რომ ალეპოს აეროპორტის ასაფრენი ბილიკი დაიბომბა და ის ექსპლუატაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოვიდა.

ალეპოს აეროპორტი მას შემდეგ დაბომბეს, რაც სირიიდან გოლანის სიმაღლეების მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს.

სირიის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმის ფაქტი დაადასტურა.

"დაახლოებით საღამოს 23:35-ზე... ისრაელმა ხმელთაშუა ზღვის მიმართულებიდან საჰაერო დარტყმა განახორციელა... ალეპოს საერთაშორისო აეროპორტის სამიზნეზე, რის შედეგადაც აეროპორტს მატერიალური ზიანი მიაყენა და ის ექსპლუატაციიდან გამოვიდა," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები