სარაკეტო დარტყმის ამსახველი ვიდეო კადრების ანალიზი მოწმობს, რომ სარაკეტო დარტყმა იყო გამიზნული და არა საზენიტო რაკეტით გადაჭერის შედეგი, რასაც კრემლი ირწმუნება.
ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ჰონგ-კონგური გამოცემა South China Morning Post ავრცელებს - წყაროების ცნობით, პეკინში შიშობენ, რომ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში ვაშინგტონის მთელი ყურადღება ჩინეთთან დაპირისპირებას დაეთმობა.
ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა უარი თქვა მანამდე გაჟღერებულ საკვანძო მოთხოვნაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველჰყოფას გულისხმობდა - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, საუკეთესო გამოსავალი დიდ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობაა.
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრალიისა და კანადის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ისრაელის საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში სექტემბრის მიწურულს გასამართ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებენ.