კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე არა უკრაინული საზენიტო, არამედ რუსული რაკეტა ჩამოვარდა

გაეროს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის, დენიელ ბელის ცნობით, 8 ივლისს კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე არა უკრაინული საზენიტო, არამედ რუსული რაკეტა ჩამოვარდა. 

ბელის თქმით, სარაკეტო დარტყმის ამსახველი ვიდეო კადრების ანალიზი მოწმობს, რომ სარაკეტო დარტყმა იყო გამიზნული და არა საზენიტო რაკეტით გადაჭერის შედეგი, რასაც კრემლი ირწმუნება. 

ამავე ვერსიას ავრცელებს BBC Verify-ის სამსახური. გამოცემის მიერ გამოკითხული 5 ექპერტი ერთსულოვნად შეთანხმდა, რომ საუბარია რუსული წარმოების რაკეტაზე და არა უკრაინულ საზენიტო დანადგრებზე. 

მათი ცნობით, ერთ-ერთი ვიდეოში საკმაოდ მკაფიოდ ჩანს რაკეტის მსხვილი დაბოლოება, რაც მაღალი ალბათობით ძრავის ფუნქციას ასრულებს და ასეთი რამ საზენიტო რაკეტებს უბრალოდ არ გააჩნიათ. 

გარდა ამისა, გადაღებულ ვიდეოებზე კარგად ისმის ფრთოსანი რაკეტებისთვის დამახასიათებელი სტვენის მსგავსი ხმა, რაც ასევე არ ახასიათებს არცერთ საზენიტო სისტემას. 

გარდა ამისა ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ, რაკეტის მოძრაობის ტრაექტორიაზე - პირდაპირი ფრენა, ფართე კუთხით მეტყველებს იმაზე, რომ აფეთქების მომენტამდე ეს მართვადი ფრენა იყო. 

BBC-ის გამოკითხული 5-დან 4 ექსპერტი მიიჩნევს, რომ საუბარია X101 ტიპის საჰაერო ბაზირების რაკეტაზე - ეს შეფასებები სრულ თანხევდრაში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიასთან. 

კონტექსტი 

8 ივლისს რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის უმსხვილეს ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს. დარტყმის ქვეშ აღმოჩნა უკრაინის უმსხვილესი ბავშვთა საავადმყოფო.

საოკუპაციო არმიამ დარტყმები მიიტანა დნიპროს, კრამატორსკის, პოკროვსკისა და კრივოი-როგის სამოქალაქო და სამედიცინო ინფრასტრუქტურაზე. 

ჯამურად მხოლოდ კიევში 8 ივლისს მოკლულია 33 ადამიანი და დაჭრილია 100-ზე მეტი. სამაშველო სამუშაოები დარტყმის ადგილას თითქმის 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

მსგავსი სიახლეები