SCMP: ჩინეთმა ევროკავშირს განუცხადა, რომ რუსეთის მარცხი მიუწვდომელი ფუფუნებაა
.jpg)
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისრტმა საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის დამარცხება პეკინისთვის ხელმიუწვდომელი ფუფუნებაა.
State Of Play: ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ჰონგ-კონგური გამოცემა South China Morning Post ავრცელებს - წყაროების ცნობით, პეკინში შიშობენ, რომ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში ვაშინგტონის მთელი ყურადღება ჩინეთთან დაპირისპირებას დაეთმობა.
- წყაროების ცნობით, ამის შესახებ ვან იმ კაია კალასს 3 ივლისს გამართული თითქმის 4-საათიანი შეხვედრის დროს განუცხადა - ამასთანავე ვან იმ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს "ისტორიის გრძელი გაკვეთილები და ლექციები ჩაუტარა."
- ამასთანავე ვან იმ უარყო ევროკავშირის ბრალდებები რუსეთის მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და განაცხადა, რომ "ასეთ შემთხვევაში ომი დიდი ხნის წინ დასრულდებოდა."
- ვან ის განცხება ბრიუსელში იმგვარად გაიგეს, რომ ჩინეთისთვის ხელსაყრელია ომის გაჭიანურება სანამ ამერიკა კონფლიქტში ჩართულია.
Big Picture: ვითარებაში გაცნობიერებული წყაროების ცნობით, ევროპელი დიპლომატები შოკირებულები დარჩნენ ვან ის პოზიციის პირდაპირობით.
- ამასთანავე ევროპელი დიპლომატები გაოცებულები დარჩნენ ვან ის საკმაოდ ხისტი პოზიციით ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით 24-25 ივლისს ჩინეთში გასამართი ლიდერების ფორუმის ფონზე.
- წყაროების ცნობით, ვან ი უკმაყოფილო დარჩა ევროკავშირის გადაწყვეტილებით, რომელიც რუსეთის მიმართ სასანქციო რეჟიმის დარღვევისთვის 2 შედარებით მცირე ზომის ჩინური ბანკებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს.
- თავის მხრივ, კაია კალასმა უკმაყოფილება გამოთქვა ჩინეთიდან იშვიათი მეტალების ექსპორტის გაჭიანურებით - წყაროების ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელ კოლეგას დაჰპირდა, რომ ხარვეზები მალე მოგვარდება და საექსპორტო ლიცენზიების განხილვის ვადა 3-დან 6 კვირამდე შემცირდება.
Context: ბრიუსელიდან ვან ი ბერლინში გაემგზავრა, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს იოჰან ვადეპულს შეხვდება - მოსალოდნელია, რომ ჩინეთს საგარეო საქმეთა მინისტრს ცოტა ხნით შეხვდება კანცლერი, ფრიდრიხ მერციც.