სიახლეები
ვუჩიჩი: 2026 წელს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
2025 წლის იანვარში, პროტესტის ფონზე, თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრემიერ-მინისტრი და ნოვი-სადის ყოფილი მერი მილოშ ვუჩევიჩი.
აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ - რა არის ცნობილი
ირანსა და შეერთებულ შტატებში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებების მიუხედავად, გასულ კვირებში ისლამური რესპუბლიკის ირგვლივ ამერიკული სამხედრო ძალის კონცენტრაციის ზრდა გაგრძელდა, ხოლო 27 თებერვალს, მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მას "რთული გადაწყვეტილების" მიღება მოუწიოს.
ამერიკული ფლოტის მიახლოების ფონზე ტრამპი ამბობს, რომ ირანს გარიგება სურს
ტრამპის ადმინისტრაცია ირანს თხოვს უარი თქვას უკვე გამდიდრებული ურანის მარაგებზე და მთლიანად ბირთვულ პროგრამაზე, ასევე შეზღუდოს შორეული ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და უარი თქვას რეგიონული პროქსი დაჯგუფებების მხარდაჭერაზე.
საუდის არაბეთმა დარტყმა მიიტანა იემენში საამიროების მიერ მხარდაჭერილ ჯგუფზე
გადაწყვეტილება სპარსეთის ყურის 2 მეზობელ მონარქიას შორის იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომთან დაკავშირებით მზარდ განხეთქილაზე მეტყველებს.