ტერნერი: საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე

აშშ-საქართველოს ურთიერთობა, ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენის, მაიკლ ტერნერის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაავრცელა.

„მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ის პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად“, - აცხადებს მაიკლ ტერნერი.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის.

 

 

მსგავსი სიახლეები