ჰელსინკის კომისია: ქართველი ხალხი მათი ქვეყნის ისტორიის გარდამტეხ მომენტში იმყოფება
აშშ-ის "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია" - იგივე ჰელსინკის კომისია - პლატფორმა X-ზე საქართველოს შესახებ ორ განცხადებას ავრცელებს.
კომისიის მიხედვით, საქართველო რუსეთის მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევისა და დემოკრატიის ეროზიის საფრთის წინაშე დგანან.
"ქართველმა ხალხმა აირჩია თავისუფალი, დემოკრატიული მომავალი, რომელიც ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტების ნაწილს წარმოადგეს.
ჩვენ გვაწევს პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ ამ რეალობის მიღწევაში, განსაკუთრებით ახლა, როცა ისინი რუსეთის ჩარევისა და დემოკრატიის ეროზიის საფრთხის წინაშე დგანან", - წერს კომისია.
ჰელსინკის კომისია აცნობიერებს ქართველი ხალხის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს.
"ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას მათი დემოკრატიული მისწრაფების რეალიზების გზაზე.
მეგობარი აქტი შექმნილია იმისთვის, რომ გადამწყვეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქართველი ხალხს მათი ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ აქტის მიღებას", - აცხადებს კომისია.