აშშ-მა ზვიად ხარაზიშვილი, კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე დაასანქცირა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომს სანქციები შემოიღო საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად (ხარება) ხარაზიშვილის, მისი მოადგილის, მილერი ლაგაზაურის, ძალადობრივი-პრორუსული "კონსერვატორების", იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერების, კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძის წინააღმდეგ.
"აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებებს საქართველოში.
კერძოდ, დასანქცირდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან არიან კავშირში, ამ პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობდნენ, ან პირდაპირ ან ირიბად იყვნენ ჩართულები აქციის ძალადობრივ ჩახშობაში.
ასევე დასანქციურდნენ კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე, "რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, ან თანამონაწილენი არიან, ან უშუალოდ ან ირიბად მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში" - ვკითხულობთ განცხადებაში.
გარდა ამისა, აშშ-ისს სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს უწესებს 60-ზე მეტ ქართველ პირსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებლები, ან თანამონაწილეები არიან.