მილერი კობახიძეს: აშშ-ში გადაწყვეტილებებს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება იღებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, 17 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ეს [საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნების დასანქცირება] არა სახელმწიფო დეპარტამენტის, არამედ სხვა ჯგუფების მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო და, ასევე, გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ "ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა“.

"არ ვაპირებ ამ საკითხს შევეხო. ვიტყოდი, შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და არავინ სხვა" - განაცხადა მილერმა.

 

მსგავსი სიახლეები