რას ითვალისწინებს აქტი 14024, რომლის ბაზაზეც ივანიშვილს სანქციები დაუწესეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს არაფორმალურ მმართველს და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს საქნციები დაუწესა. 

ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი OFAC-ის სანქცირებულთა სიაში ვაშინგტონის დროით 20 საათზე გამოჩნდა. 

რას გულისხმობს აქტი?

სანქციების ბაზა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ მიღებული განკარგულებაა ნომრით 14024. 

14024-ე აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მოგვიანებით იქნა შესწორებული, აწესრიგებს სამართლებრივ ბაზას და საფუძველს უქმნის სანქციების დაწესებას იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის საზიანო საგარეო საქმიანობაში. ეს საქმიანობები მოიცავს დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას, კიბერთავდასხმებს, არჩევნებში ჩარევას და სხვა დესტაბილიზაციურ მოქმედებებს უცხო ქვეყნებში.

ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების ამგვარი პაკეტის მომზადების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკის ხმამ მიმდინარე წლის 20 სექტემბერს გაავრცელა. 

განკარგულებით, სანქციები წესდება შემდეგ პირებზე:

 

  • პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი არიან მავნე კიბერაქტივობებში ან დეზინფორმაციულ კამპანიებში;

  • ისინი, ვინც ჩართული არიან აშშ-სა და მისი მოკავშირეების დემოკრატიული ინსტიტუტებისა თუ პროცესებისთვის ძირის გამოთხრაში;

  • ორგანიზაციები ან პირები, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში, როგორიცაა თავდაცვა და ენერგეტიკა;

  • პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ოკუპაციას ან აგრესიას უკრაინაში.ყველა, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე, კორუფციასა და რეპრესიებზე, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან;

2023 წლის 22 დეკემბერს პრეზიდენტმა ახალი განკარგულებით, რომელიც შეეხება „დამატებით ნაბიჯებს რუსეთის ფედერაციის საზიანო საქმიანობის წინააღმდეგ“, შეასწორა 14024-ე განკარგულება, რათა უფრო სრულად მოიცვას რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო ბაზის მუდმივი გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხოების დარღვევას იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

14024 აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე, მისი ქონება და ინტერესები აშშ-ის იურისდიქციაში იყინება, ხოლო ამერიკულ კომპანიებსა და მოქალაქეებს ეკრძალებათ მასთან ფინანსური ან კომერციული ურთიერთობა. შედეგად, ხდება პირის იზოლაცია არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ხშირად გლობალური ფინანსური სისტემებიდან, რადგან საერთაშორისო ინსტიტუტები და კომპანიები ხშირად ემორჩილებიან სანქციებს მეორადი სანქციების თავიდან აცილების მიზნით. ამას გარდა, შესაძლებელია პირზე გავრცელდეს სავიზო შეზღუდვა და სანქციები გაართულებს გლობალურ ბიზნესსა და საბანკო მომსახურებაზე წვდომას. უცხოური კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ პირთან თანამშრომლობას აგრძელებენ, თავადაც სანქციების საფრთხის წინაშე დგებიან.

რა შეზღუდვები უწესდება ივანიშვილს? 

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ივანიშვილმა 50%-ზე მეტს ფლობს. 

ამასთანავე აღნიშნულია, რომ სანქციები შეეხება ივანიშვილის მიერ სინგაპურის სასამართლო დავის ფარგლებში მოგებული ფინანსური კომპენასაციის ტრანზაქციას, რომლის მისაღებადაც საჭირო იქნება აშშ-ს ხაზინის თანხმობა. 

2024 წლის 31 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მოიგო მრავალწლიანი დავა შვიცარულ Credit Suisse-სთან - გადაწყვეტილების თანახმად ბანკს ივანიშვილისთვის კომპენსაციის სახით 481 მილიონი დოლარის გადახდა დააკასირა. 

გარდა ამისა იყინება ივანიშვილის საკუთრებაში არსებული აქტივები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

გარდა ამისა, აღნიშნული სანქციები შესაძლოა მოიცავდეს სავიზო შეზღუდვებსაც და არსებობს აღნიშნული სანქციების გაფართოების ან დამძიმების შესაძლებლობა. 

ამგვარი სანქციების დაწესების პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ამ აქტის ფარგლებში სანქცირებულ პირები პრაქტიკულად მოკვეთილები არიან ამერიკული ფინანსური ინსტიტუტებისგან და შესაბამისად დიდწილად ამერიკულ დოლარში ტრანზაქციებიდან. 

გარდა ამისა, მეორადი სანქციების დაწესების შიშით სხვა ფინანსური ინსტუტუტები თუ ბანკები როგორც წესი ერიდებიან სანქცირებულ პირებთან თანამშრომლობას, შესაბამისად ეს ეფექტურად ივანიშვილის საერთაშორისო ფინანსური სისტემისგან იზოლაციას გულისხმობს. 

ივანიშვილის ქონება Bloomberg-ის ინდექსის თანახმად ივანიშვილის ქონება 7.5 მილიარდ დოლარს აღემატება. 

მსგავსი სიახლეები