ტრამპი: ჩემი მოთმინება პუტინის მიმართ იწურება და იწურება სწრაფად

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მისი მოთმინება ვლადიმირ პუტინის მიმართ სწრაფად იწურება. 

ვითარების არსი: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა - ამერიკელი პრეზიდენტი რუსეთს სანავთობო და საბანკო სექტორის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებით და მეორადი სავაჭრო ტარიფების დაწესებით დაემუქრა. 

  • "ჩემი მოთმინება პუტინის მიმართ იწურება და იწურება სწრაფად"- განაცხადა ამერიკელმა პრეზიდენტმა. 

  • ტრამპის თქმით, იმედგაცრუებულია ომის გაჭიანურების გამო და ამის მიზეზი რუსეთისა და უკრაინის ლიდერების პოზიციაა - "როდესაც პუტინს უნდა გარიგება, ზელენსკი წინააღმდეგი იყო. როდესაც ზელენსკის სურდა შეთანხმება, პუტინს არ უნდოდა. ახლა, ზელენკის მზად არის შეთანხმებისთვის, ხოლო პუტინის პოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშაა." 

ჩაშლილად: ტრამპმა ჟურნალისტებს შეახსენა, რომ რუსული ნავთობის შესყიდვის გამო ინდოეთს 50%-იანი საბაჟო ტარიფი დაუწესა. მოსალოდნელია, რომ მოსკოვზე წნეხის გაზრდას ვაშინგტონი სწორედ მესამე ქვეყნებზე სავაჭრო ზეწოლის მეშვეობით შეეცდება. 

  • შეერთებული შტატების ვაჭრობის მინისტრის, ჰოვარდ ლატნიკის თქმით, რუსული ნავთობზე უარის თქმა ინდოეთთან ახალი სავაჭრო შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობაა. 
  • ინდოეთის მთავრობაში ამერიკელების მოთხოვნას უსამართულო უწოდეს და განაცხადეს, რომ გააგრძელებენ რუსული ნავთობის შესყიდვა - დასავლური მედიების ცნობით, ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვას მცირე მოცულობებით ამცირებს. 

კონტექსტი: Wall Street Journal-ისა და Financial Times-ის წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირისგანაც იგივე ნაბიჯს ელის.?

  • წყაროების ცნობით, ვაშინგტონი ბრიუსელს მოუწოდებს ჩინეთსა და ინდოეთს 100%-იანი საბაჟო ტარიფები დაუეწესოს - ამ ეს ქვეყნები უნდა აიძულოს უარი თქვან რუსული ენერგორესურსების შესყიდვაზე. 

  • ამერიკის ენერგეტეკის მინისტრის თქმით, ამერიკა მზადაა სრულად ჩაანაცვლოს რუსეთი ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე. 

სიღრმისეულად: ახალი სავაჭრო შეთანხმებით EU შტატებისგან $750 მლრდ-ს ნავთობსა და გაზს შეიძენს

 

მსგავსი სიახლეები