გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი: ქვეყანაში აუცრელების პანდემიაა

 

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ აუცრელების "მასობრივი" პანდემია დაიწყო. ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევების და კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა იზრდება. 

ზრდა განსაკუთრები მაღალია იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის რიცხვი დაბალია. 

შპანმა გერმანიაში აცრის მესამე დოზით ვაქცინაციის დაჩქარებაც დააანონსა.

გერმანიის მოსახლეობის 66.8% სრულად არის აცრილი. ვაქცინაციის ტემპი ყველაზე დაბალი აღმოსავლეთ გერმანიის მიწებზე, საქსონიასა (59%) და თურინგიაშია (62.2%).

"სიმართლე ის არის, რომ თუ ყველა აიცრება რეანიმაციულ განყოფილებებში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა ბევრად ნაკლები იქნება," - თქვა შპანმა.

მინისტრმა საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციებს მოუწოდა მკაცრად შეამოწმონ შესვლის ყველა მსურველის კოვიდ-პასპორტი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები