ახალი ამბები

16:38 | 27 ოქტომბერი, 2021 — გერმანია

გერმანია: Nord Stream 2 ევროკავშირისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს

 

 

გერმანია აცხადებს, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი „ნორდ სტრიმ 2-ის“ გაზსადენი ევროკავშირის ენერგომომარაგებას საფრთხეს არ შეუქმნის.

„ეკონომიკის ფედერალურმა სამინისტრომ დაასკვნა, რომ გაზსადენისთვის ნებართვის გაცემა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ევროპული კავშირის ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - წერია სამინისტროს განცხადებაში.

ნორდ სტრიმ 2-ის“ სახელით ცნობილ გაზსადენს ახლა ევროკავშირის რეგულატორების თანხმობა სჭირდება.

აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა გაზსადენს ეჭვის თვალით უყურებს და თვლის, რომ აღნიშნული ენერგოპროექტი ევროკავშირის რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებას გაზრდის.

 

 


ასევე ნახე